პეტრო პოროშენკო 2016 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2016 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე საუბრობს.

"უნიანის" ცნობით, პოროშენკომ რიგის სამიტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ უკრაინამ ყველა საჭირო რეფორმა ნოემბრამდე უნდა განახორციელოს, რათა ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმი მიიღოს.

"ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია "ევროპის სახალხო პარტიასთან" ერთად და მოხარული ვარ ამით. ეს არის ძლიერი სიგნალი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, უკრაინას ვიზალიბერალიზაციისთვის სპეციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება, რასაც ჩვენ ნოემბრამდე უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი 2016 წლიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება.