ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს გახდება ცნობილი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

როგორც იუნკერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.

"საქართველომ და უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს უკანასკნელ თვეებში. მე ფაქტობრივად, შემეძლო გადამეცა ორივე ქვეყნის დელეგაციისთვის ის პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. 15 დეკემბერს იქნება ევროკომისიის დასკვნა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა", - განაცხადა იუნკერმა.