ვიეტნამი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ვიეტნამსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება უნდა მოხდეს.

"შეთანხმების რეალიზაცია ხელს შეუწყობს რუსეთსა და ვიეტნამს შორის საქონლის ბრუნვასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი არიან გაწევრიანებული.