ვაკის გამგეობა 2015 წლის ბოლომდე 100-ზე მეტ მისამართზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

ფალიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა. ვაკის გამგეობის ინფორმაციით, ასფალტი რიგისა და არაყიშვილის ქუჩებზე უკვე დააგეს. ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოები, მთელი რაიონის მასშტაბით 18 მისამართზე მიმდინარეობს. ვაკის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბოლომდე 100-ზე მეტ მისამართზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

"ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, რაიონში არსებული საკითხების შესახებ მოსაზრებებს პირადად მოისმენს, რათა გამგეობამ დროულად მოახდინოს მათზე რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.