ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა. როგორც ღარიბაშვილმა დღეს, პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია.

"ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, ეს არის ჩვენი რესურსების არასწორად გამოყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. რამდენიმე თვის წინ დავამუშავეთ თითოეული რეგიონის პოტენციალი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, ეს არის ბუნებრივი და სხვა რესურსები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, საქართველოში არ ბრუნდებიან.