მარინ ლე პენი: ”აშშ-მა საფრანგეთი აიძულა, რუსეთზე სანქციები დაეწესებინათ”

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ნაციონალური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, აშშ-მა საფრანგეთი აიძულა, რუსეთზე სანქციები დაეწესებინათ.

როგორც მოსკოვში ვიზიტით მყოფმა მარინ ლე პენმა განაცხადა, სანქციების შედეგია რუსეთსა და საფრანგეთს შორის "მისტრალის" კონტრაქტის გაუქმებაც.

"აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. საფრანგეთი კი აშშ-ის გავლენის ქვეშ მოექცა. მისტრალის კონტრაქტის გაუქმება და რუსეთში 9 მაისის დღესასწაულზე ჩასვლა, ჩემი აზრით, ეს ყოველივე აშშ-ის პოზიციის რეალური მორჩილებაა", - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საფრანგეთი კვლავაც მოიპოვებს გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ თავისუფლებას.