Moody's: 2016 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდა 0% იქნება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's წელს რუსეთის ეკონომიკის 3 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებს. 2016 წელს კი მათივე ვარაუდით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა 0 პროცენტი იქნება.

როგორც სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წლის მეორე და მესამე კვარტალში კიდევ უფრო შემცირდება. პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 1,9 პროცენტით უკვე დაეცა. Moody's-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ეკონომიკური ზრდის შეფერხება სუსტმა საინვესტიციო პერსპექტივებმა განაპირობა, რაც თავის მხრივ, ნავთობ და გაზკომპანიებზე დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.

რუსეთის რეიტინგი Moody's-ის მიხედვით ახლა Ва1 დონეს შეადგენს. საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზები რუსეთის რეიტინგებთან დაკავშირებითაც ნეგატიურია.