წყნეთში 1100-მდე დევნილის საცხოვრებელი სახლის გამაგრება და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ წყნეთში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ვაკის გამგეობის ინფორმაციით, აბაშიძემ პირადად მოისმინა დევნილების მოსაზრებები რაიონში არსებული საკითხების შესახებ, რათა გამგეობამ მათზე რეაგირება დროულად მოახდინოს.  "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკის რაიონში გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ შენობების შენარჩუნების მიზნით წყნეთში ამ ეტაპზე 1100-მდე დევნილის საცხოვრებელი სახლის გამაგრება და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. შვიდ საცხოვრებელ სახლს საერთოდ არ ჰქონდა წყალკანალიზაციის გამართული სისტემა. 45-ვე ობიექტზე მთლიანად გამოიცვლება წყალგაყვანილობა და კანალიზაციის ქსელი, მონტაჟდება ახალი წყალსაწრეტი მილები, რემონტდება სადარბაზოები და კიბეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ვაკის რაიონის მცხოვრებლები იყვნენ კმაყოფილი და კეთილდღეობა თითოეულის ოჯახს შეეხოს", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.