ლევან კალანდაძე -  "მოდუნება" შეიძლება ძალიან "ძვირი" დაგვიჯდეს

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ უწყებების ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც ვერ უზრუნველყოფს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ათვისებას.

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ ლევან კალანდაძის პოსტს.

”თუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით გათვალისწინებული თანხების ათვისების კუთხით პრობლემა და ე.წ. უწყებრივი "მოდუნება" გვაქვს, რას ველოდებით?... დავაყენოთ იმ უწყებების (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი) ხელმძღვანელების და პასუხისმგებელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ (ან, არ) უზრუნველყოფს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ათვისებას...

დროულად, დროულად!...

წლის მეორე ნახევარში გვიანი იქნება და ეს "მოდუნება" შეიძლება ძალიან "ძვირი" დაგვიჯდეს”, - დაწერა ეკონომიკის ექსპერტმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.