”აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს”

არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აშშ-ი ორი წლის შემდეგ შეძლებს.

მისივე თქმით, ამერიკა მდიდარია ენერგორესურსებით და შეუძლია ბუნებრივი აირით მოამარაგოს არა მხოლოდ უკრაიან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნები.

"ჩვენ გვესმის, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან. რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების გაძლიერების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ევროპის რუსეთზე საგაზო დამოკიდებულება ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.