საკრებულოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ

დედაქალაქის საკრებულოში დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოში დღეს "განათლებისა და კულტურის" და "სახელდებისა და სიმბოლიკის" კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახლახან გამოვიდა, რომელსაც მხარი საკრებულომ დაუჭირა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, 2016 წელს მსოფლიოში ქართველებიდან ყველაზე ცნობილი მწერლის შოთა რუსთაველის დაბადების 850 წელი სრულდება. მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელი ყველაზე შესაბამისი იქნება.