საქართველოს რკინიგზამ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა

"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით 1-ელი ივლისიდან ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით მცირდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ცვლილება ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს. "აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება, სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება", - აცხადებენ რკინიგზაში.