ბაკურიანის საზაფხულო სეზონი ხვალ გაიხსნება

ბაკურიანის საზაფხულო სეზონი პირველ ივლისს გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან დიდველის ყველა საბაგირო იმუშავებს ყოველ დღე, 12:00 - 18:00 საათამდე. ასევე, იმუშავებს ფუნიკულიორი. დიდველის მთაზე დამსვენებელს დახვდება 5 სხვადასხვა სირთულის ველობილიკი, რომელიც გაიწმინდა ქვებისგან და აღიჭურვა ველო ნიშნებით.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრი "დიდველი" კი, 2 ივლისიდან გაიხსნება კინოპრემიერებითა და ანიმაციური მულტფილმებით. ბაკურიანში არსებულ ყველა სასტუმროს დამსვენებელს გადაეცემა 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.  დაგეგმილია კოხტის და მიტარბის საბაგიროს თანამედროვე ტიპის საბაგიროებით ჩანაცვლება და ახალი სათხილამურო ტრასების მოწყობა. კომპანიას დაგეგმილი აქვს დამატებითი ტურისტული ატრაქციების შექმნა, როგორიცაა ტობოგანი (სამთო ციგა) და ევრო სტანდარტების ველოპარკი. ველოპარკის დაპროექტება და მშენებლობა ხორციელდება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.