საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების რატიფიცრება მოახდინა

საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში, ევროზონის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"ბიბისის" ცნობით, შეთანხმებას მხარი დაუჭირეს "სირიზას" გავლენიანმა დეპუტატებმა, ასევე ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა. თუმცა, ალექსის ციპრასმა ყველა თანაპარტიელის დარწმუნება ვერ შეძლო. კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა პარლამენტის სპიკერმა ზოე კონსტანტოპულომ, დარბაზში დაბრუნებულმა კი მიღებულ ზომებს "სოციალური გენოციდი" უწოდა.

საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის 86 მილიარდი ევროს 5 წლის ვადით გამოყოფის სანაცვლოდ საკანონმდებლო ზომების მიღებას ითხოვენ, რომელიც გადასახადების გაზრდასა და საპენსიო ასაკის მატებას ითვალისწინებს.

საბერძნეთის პარლამენტში ბრიუსელის შეთანხმების რატიფიცირება ათენის ქუჩებში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

საბერძნეთის პარლამენტის გარდა, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება ევროზონის რამდენიმე ქვეყანის პარლამენტმა, მათ შორის, გერმანიამაც უნდა მოახდინოს.