ინდონეზიაში კიდევ სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა

ინდონეზიაში მთა რაუნგსა და გამალამაზე გააქტიურებული ვულკანების გამო, კიდევ სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. "ბიბისის" ცნობით, მილიონობით ადამიანი რამადანის დღესასწაულის შემდეგ სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

გასულ კვირას ვულკანის გამო, კუნძულ ბალის აეროპორტიც დაიხურა, რის გამოც ასობით ავსტრალიელი გამგზავრებას ვეღარ ახერხებდა. ამ დროისთვის კი ინდონეზიის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიაში, ათასობით ადამიანი რეისების განახლებას ელოდება.