ლოტკინზე დაახლოებით 5 ჰექტარი ფართობი დაიწვა

ლოტკინის დასახლებაში, თბილისის ზღვის ტერიტორიასთან ახლოს ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "ხანძრის გამომწვევ და წარმომშობ მიზეზებს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ბალახი და ძველი საბურავები; 4-5 ჰექტარი ტერიტორია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული დამუშავებითი სამუშაოები", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

მისივე განცხადებით, ადგილზე ხუთი ერთეული სახანძრო და ორი ერთეული სამაშველო ბრიგადა მუშაობს.