ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" დღეს დაიხურება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015" დღეს, ოლიმპიურ სოფელში დაიხურება. "თბილისი 2015" 26 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა, აქედან 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი.  ოქროს მედლები ძიუდოისტმა გოგონებმა ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა მოიპოვეს.

პირველი ოქროს მედალი, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ქართველებს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარაშვილმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ძიუდოისტებმა აიღეს.