რუსეთი და თურქეთი "თურქეთის ნაკადზე" შეთანხმებას შემოდგომაზე მიაღწევენ

რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" შესახებ შეთანხმება შემოდგომის დასასრულს იქნება მიღწეული. ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი" წერს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას შემოდგომაზე აპირებს, რა დროსაც იგეგმება აღნიშნული პროექტის განხილვა.

ბოლო პერიოდში "თურქეთის ნაკადთან" დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. გასულ კვირას, "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შეჩერდა. თუმცა, რუსეთში თურქეთის ელჩმა უმით იადიმ და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა ეს ინფორმაცია უარყვეს. პროექტის მიხედვით, რუსული გაზი ევროპას თურქეთის გავლით უნდა მიეწოდოს.