საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროკავშირის პრიორიტეტულ ენერგოპროექტებში მოხვდა
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროკავშირის პრიორიტეტულ ენერგოპროექტებში მოხვდა
17 ოქტომბერი / 2013
ევროკომისიამ  ”საერთო ინტერესების მქონე” 250 პრიორიტეტული ენერგოპროექტის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2014-2020 წლებში ევროპული ფონდიდან 5,85 მილიარდი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ევროპა ორი მიმართულებით მუშაობს: 

ერთი დერეფანი ტრანს-ანატოლიურ გაზსადენს (TANAP), სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს (SCP) და ტრანს-კასპიურ მაგისტრალს (TCP) აერთიანებს და მისი მეშვეობით კასპიური ენერგომატარებლები საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება, მათ შორის სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპის მეშვეობით - ავსტრიას, ადრიატიკის ზღვის გავლით კი -იტალიას.

TANAP -ის ფარგლებში იგეგმება ახალი მილსადენის მშენებლობა, რომელიც ანატოლიას გადაკვეთს და თურქეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1900 კმ-ია, ხოლო საწყისი გამტარიანობა - 16 მილიარდი კუბური მეტრი/წელიწადში.

სამხრეთ კავკასიიის მაგისტრალის გაფართოების პროექტის (SCP-(F)X) ფარგლებში, 2018 წლისთვის არსებული მილსადენის სიმძლავრეები წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს მილსადენი თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს გავლით აკავშირებს.

რაც შეეხება ტრანსკასპიის მაგისტრალს (TCP), გეგმის მიხედვით, წყალქვეშა 300 კმ-იანი მილსადენი (გამტარიანობა - 32 მილიარდი კუბური მეტრი/წელიწადში) თურქმენეთის აღმოსავლეთ-დასავლეთ გაზსადენს გამოეთიშება და ბუნებრივი აირით აზერბაიჯანის სენგაჩალის ტერმინალს მოამარაგებს.

მეორე დერეფანი ტრანსკასპიურ გაზსადენს (TCP), სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს (SCP) და წყალქვეშა მაგისტრალს აერთიანებს (ეს უკანასკნელი საქართველოსა და რუმინეთს აკავშირებს, მისი სიგრძე 1250 კმ, ხოლო დღიური სიმძლავრე - 46 მილიონი კუბური მეტრი იქნება), ე.წ. ”თეთრი ნაკადის” საშუალებით ევროპას წელიწადში 8 მილიარდი კუბური მეტრი კასპიური ბუნებრივი აირი მიეწოდება.

როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, ევროკავშირი ცდილობს 28-ვე წევრ ქვეყანას ბუნებრივი აირის სულ მცირე ორი წყარო ჰქონდეს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. 

”როდესაც გაზის ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უსაფრთხო მიწოდებას ვგულისხმობთ. თუ ყველა პროექტი, რომლებიც ამ სიაშია, ჯეროვნად შესრულდება, გვექნება ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით ყველა ქვეყანას ალტერნატიული მიმწოდებელი ეყოლება”, - განაცხადა ეტინგერმა.

ევროკავშირის პროექტების უმრავლესობა ახალი წევრების - ლიტვის, ლატვიის,ესტონეთის,პოლონეთისა და ფინეთის - ევროკავშირის ენერგოქსელში ჩართვასა და ინტეგრაციას,  აგრეთვე, ბალტიისპირეთში გაზსაცავების მშენებლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტში უკრაინაც ფიგურირებს, კონკრეტულად, პოლონეთთან დამაკავშირებელი ბროდი-ადამოვოს გაზსადენის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდხანს ცდილობდა, ევროკავშირის პრიორიტეტებში "სამხრეთ ნაკადის" პროექტიც ჩაერთო, თუმცა, უშედეგოდ. ის გაზსადენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რომელიც საშუალებას მისცემდა, გვერდი აევლო ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებისთვის.

თუმცა, რუსული პროექტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროპელები ბოლო დროს აღარ მალავდნენ.

"სამხრეთ ნაკადის" – ჩვენი აღმოსავლელი პარტნოორების იდეის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ის არ უზრუნველყოფს ენერგიის ახალი წყაროების მოძიებას, ისევე როგორც ევროკავშირის შიგნით კონკურენციის ამაღლებას, შესაბამისად, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა და ვერც დაფინანსებას მიიღებს", - განაცხადა სექტემბერში ევროკომისარმა, გაუნტერ ეტინგერმა.

ევროკავშირის უარის მიუხედავად, რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ "სამხრეთ ნაკადი" პერსექტიულია და "გაზპრომს" ურჩევენ, მშენებლობა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მაინც დაასრულოს.

რუსული ენერგოპროექტის ღირებულება, რომლის მოცულობა 63 მილიარდი კუბური მეტრია, 16 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. მილსადენის მშენებლობა 2012 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს ევროპას 2016 წელს მიაწვდის. სრული სიმძლავრით კი 2018 წელს ამოქმედდება.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.11.2014
ზარიძეების თემის 6 სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სრულად
22.11.2014
ქედაში ღვინის მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნით, ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რასაც მეწარმეების ხელშეწყობა ჰქვია.
სრულად
22.11.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა.
სრულად
22.11.2014
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყანაში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.
სრულად
22.11.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქედასა და ფოთში დღეს ახალ საწარმოებს გახსნის.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
კურსი
კონვერტორი
ბირჟა
USD
1
USD
1.7938
EUR
1
EUR
2.2313
GBP
1
GBP
2.8111
RUB
100
RUB
3.9172
23.11.2014