რუსეთის კონტრსანქციაში საქართველო არ მოხვდა

საქართველო რუსეთის კონტრსანქციაში არ მოხვდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს. "ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა", - ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

მათივე თქმით, ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა.