ალექსანდრ ლუკაშენკო მზად არის ბელორუსის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაზარდოს

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მზად არის, ბელორუსის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაზარდოს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან შეხვედრის დროს განაცხადა.  "ჩვენ მზად ვართ, "გაზპრომს" მივცეთ ეს შესაძლებლობა, თუ ევროპაში ბუნებრივი აირის ბელორუსის გავლით მიწოდების საჭიროება იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ეს თქვენთვის უცხო ტერიტორია არ არის", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

"გაზპრომის" ხელმძღვანელებმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა ამ დრომდე არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ რუსული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების ტრანზიტულ ქვეყნად უკრაინის გამოყენება.