მიგრანტებს საბერძნეთიდან მაკედონიაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცათ

ათასობით მიგრანტს საბერძნეთიდან მაკედონიაში გადასვლის შესაძლებლობა კვლავ მიეცა.

"ბიბისის" ცნობით, მაკედონიის მთავრობამ საბერძნეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ასობით მიგრანტი საზღვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.  ბალკანეთის ქვეყნები მთავარი სატრანზიტო დერეფანია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას.

ბოლო ორი თვის განმავლობაში 44 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ევროკავშირში მაკედონიის გავლით. მათი უმრავლესობა სირიიდან გამოქცეული ლტოლვილები არიან.