"მსოფლიო ეკონომიკა კვლავ დაეცემა"

ცნობილი შვეიცარიელი ინვესტორი მარკ ფიბერი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკის შენელება სწრაფად გავრცელდება გლობალურად, შემდეგი წელი კი უმძიმესი იქნება ინვესტორთათვის.

"არ მჯერა, რომ მსოფლიო ეკონომიკა მალე დადგება ფეხზე. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ დაეცემა", - განაცხადა მარკ ფაბერმა.

მისივე ვარაუდით, ჩინეთის ბაზრების გარდა, რთული პერიოდი დაუდგება აშშ-საც და ქვეყნის ბაზრები 20%-დან 40%-მდე შემცირდება.

"ჩემი აზრით, ჩინეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით ნელდება. მკვეთრად შემცირდა ექსპორტი, დაეცა ავტომობილებისა და სმარტფონების გაყიდვები. არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება", - აღნიშნა შვეიცარიელმა ინვესტორმა.

ამასთან ერთად, ცნობილი ინვესტორი გამორიცხავს, რომ მსოფლიოში 1997-98 წლების რეცესია განმეორდება.

ჩინეთის წილი მსოფლიო ვაჭრობაში ასე გამოიყურება:

bpn