ნავთობზე ფასების ზრდამ 2008 წლის მაჩვენებელს მიაღწია

მიმდინარე კვირის დასაწყისში ნავთობზე ფასების 40 დოლარის ქვევით დაცემის შემდეგ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად „შავი ოქროს“ ფასის ერთბაშად ზრდა 2008 წლის დეკემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასმა ერთბაშად 4,4 დოლარით მოიმატა და ბარელზე 47,56 დოლარი შეადგინა. ერთი დღის განმავლობაში 10,2%-ით გაძვირება ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის დეკემბრის შემდეგ.

10,3%-ით - 3,96 დოლარით გაიზარდა WTI-ის მარკის ნავთობიც, რომლის ფასმა ბარელზე 42,56 დოლარი შეადგინა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ერთ დღეში ზრდის ეს პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2009 წლის მარტის შემდეგ.

„ბლუმბერგის“ ექსპერტთა განცხადებით, ნავთობზე ფასის ზრდა ნიგერიაში Shell-ის მიერ ორი ნავთობსადენის შეჩერებამ გამოიწვია.