ეგვიპტის სანაპიროებთან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაზის საბადოები აღმოაჩნეს

იტალიურმა ენერგოკომპანია Eni-მ ეგვიპტის სანაპიროებთან მსოლფიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბუნებრვივი აირის საბადოები აღმოაჩინა.კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, საბადოები წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 1 450 მეტრის სიღრმეშია და 100 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ფარავს. ენერგოკომპანია Eni-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული საბადოებიდან 30 ტრილიონი კუბური ფუტის მოცულობის გაზის წარმოებაა შესაძლებელი. „ეს ისტორიული აღმოჩენა ეგვიპტის ენერგოსექტორის მნიშვნელოვან გარდაქმნას შეუწყობს ხელს“. - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ივნისში აღნიშნულმა იტალიურმა კომპანიამ ეგვიპტის ნავთობის სამინისტროსთან სინაის ნახევარკუნძულთან, სუეცის ყურეში, ხმელთაშუა ზღვასა და ნილოსის დელტას ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების ჩატარების შეთანხმება გააფორმა.