ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 488 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

წლის დასაწყისიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 488 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. აღნიშნულ სტატისტიკას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, 257 ათასი ადამიანი ევროპაში საბერძნეთის გავლით ჩავიდა, აქედან 175 000 - სირიელია. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბევრი დევნილისთვის ხმელთაშუა ზღვით მგზავრობა ტრაგიკულად მთავრდება. წლის დასაწყისიდან, ასეთი მგზავრობის შედეგად 2 873 ადამიანი დაიღუპა.