ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სუდაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავთანდილ სუდაძე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. მანამდე ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.