უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, ტურიზმის, ინვესტიციების, მეწარმეობისა და უძრავი ქონების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დადებით ტენდენციებზე, რომელიც წარმოიშვა საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედების შემდეგ. როგორც ითქვა, 2014 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 პროცენტით მოიმატა.