რუსეთმა ნავთობის მოპოვების ახალი რეკორდი დაამყარა

პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ნავთობის მოპოვების ახალი რეკორდი დაამყარა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, სექტემბერში ნავთობის მოპოვებამ რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში 10,74 მილიონი ბარელი შეადგინა.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი 0,4%-ით (30 ათასი ბარელი დღე-ღამეში) მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ნავთობის მოპოვების რეკორდსმენები „როსნეფტი“, „ლუკოილი“ და „გაზპრომ ნეფტი“ არიან.

წინამდებარე რეკორდი რუსეთმა 2014 წლის დეკემბერში დაამყარა, როცა ნავთობის მოპოვებამ დღე-ღამის განმავლობაში 10,67 მილიონ ბარელს მიაღწია.