დღეს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის.  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი მუსტაფა ბენმაამარი.