საქსტატი ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქსტატი ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საქსტატის ინფორმაციით, შრომითი ბაზრის სტატისტიკა, შრომითი ძალის კვლევა და ვაკანსიების სტატისტიკა - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ"-ში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატისტიკის პანელის მეორე შეხვედრა შრომითი ბაზრის სტატისტიკაზე" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისში ასეთი დონის შეხვედრების ჩატარება.

ევროსტატის წარმომადგენლის, კლაუდია იუნკერის თქმით, დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრის სტატისტიკის დახვეწას. მისი ინფორმაციით, მეორე სესიის ბოლოს დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება შრომითი ძალის კვლევაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.