ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში დაადასტურეს.  მერიაში აცხადებენ, რომ გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამ დროისთვის თბილისის მერაში რამდენიმე სამსახურის თანამდებობაა ვაკანტური. კერძოდ, არქიტექტურის, კეთილმოწყობის სამსახურების უფროსების, აგრეთვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა.