დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს ჩატარდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ამ ფორუმზე განიხილება ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.  "პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდება. ფორუმის თანაორგანიზატორია ჩინეთის მთავრობა. თავისი მნიშვნელობით ეს ფორუმი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვესტუმრება 700-მდე დელეგატი 30 ქვეყნიდან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფორუმზე მოხდება განხილვა აბრეშუმის გზისთვის მნიშვნელოვანი საკითხების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ინვესტიციების ნაწილში. "ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა მანდატს შეადგენს აბრეშუმის გზაზე არსებული საინვესტიციო პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.