რუსეთიდან კაპიტალის გადინება 87 მილიარდს მიაღწევს

წლის ბოლოსთვის რუსეთიდან კაპიტალის გადინება 87 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, ალექსეი ულუკაევმა განაცხადა. „წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 87 მილიარდამდე გაიზრდება“, - აღნიშნა  მან. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ დრომდე გაკეთებული პროგნოზით კი, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება 2015 წლის ბოლოსთვის 85 მილიარდი დოლარი იქნება.

ამას გარდა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საკრედიტო ორგანიზაციების შემოსავალმა იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 128 მილიარდ რუბლს მიაღწია, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4-ჯერ ნაკლებია. რუსეთის ბანკების სარგებელი სექტემბრის თვეში კი, წინა თვესთან შედარებით,  68 პროცენტით გაიზარდა.