"რუსული სანქციების გამო უკრაინა 600 მილიონი დოლარით დაზარალდება"

რუსეთის მხრიდან დაწესებული სამომხმარებლო  ემბარგოს გამო, 2016 წელს უკრაინა 600 მილიონი აშშ დოლარით დაზარალდება.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

იაცენიუკის თქმით, უკრაინამ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება სამჯერ - 35%-დან 12,5%-მდე შეამცირა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელს თხოვნით, მოამზადონ რუსული სანქციებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გადალახვის გეგმა.

სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთში უკრაინული საქონლის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში თითქმის 2,3-ჯერ - 4,53 მილიარდიდან 3,61 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. იმპორტის მაჩვენებელი კი ორჯერ შემცირდა და 5,47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინიდან სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ემბარგო 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.