ოთარ დანელიას ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება, ვიდრე - ღვინო

ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნების მინისტრმა ოთარ დანელიამ მისი უწყების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. დანელიას განმარტებით, ამით შეგვიძლია, ვიამაყოთ.

"ღვინის ხარისხი სისტემატურად კონტროლდება. ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება. ძალიან ცოტა გამოვლინება იყო საეჭვო ღვინის. შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახლზე დევს, მაქსიმალურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს, რადგან ექსპორტის ნაწილში იმიჯი გაცილებით მეტი აქვს ქართული ღვინის ხარისხს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება საქართველოში არყისა და ღვინის მოხმარების საკითხს, მინისტრის ინფორმაციით, მონაცემები საკმაოდ სავალალოა, ვინაიდან 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება, ვიდრე ღვინო. "სამწუხარო ციფრები გვაქვს არყისა და ღვინის მოხმარების ნაწილში. დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება საქართველოში, ვიდრე ღვინო, რაც საკმაოდ სავალალო ციფრია. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ამის ბალანსს", - აღნიშნა მინისტრმა.