წიგნი, რომელიც დახმარებას გაუწევს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს

გამოვიდა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის ლია ელიავას ახალი ნაშრომი „საქართველოს თანამედროვე ფინანსური გამოწვევები“ (თბ., „უნივერსალი“, 2015. – 388 გვ.). ნაშრომი წარმოადგენს ავტორის სამეცნიერო სტატიების, მასმედიისათვის მიცემული ინტერვიუებისა და კომენტარების კრებულს უკანასკნელ წლებში საქართველოს საფინანსო სექტორში და მთლიანად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

წიგნი განკუთვნილია ეკონომისტებისათვის და ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების ანალიზით, შეფასებებით და პროგნოზირებით. იგი დახმარებას გაუწევს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს.

R