გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ188-კმ198 (უშგული- ლასდილი) და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ142-კმ157 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;  დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;  დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;  დიდთოვლობის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა¬ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ19-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;  ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია; ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება;  დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;  რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;  დიდთოვლობის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.