საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეის შესახებ

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ:

  • ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი დროის სარტყელი შექმნა - 15 აგვისტოდან მოყოლებული ქვეყანა ფხენიანის დროზე გადავიდა.
  • საზღვარგარეთ გაქცევა 8000 დოლარი ჯდება- მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი მოვიდა ძალაუფლებაში, ქვეყნიდან გაქცევა გაძვირდა. ჩინეთში გადასვლა 8000 დოლარი ჯდება, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ჩრდილოეთ კორეელს შეუძლია რომ გადაიხადოს.
  • კიმ ჩენ ირის წლიური დანახარჯი კონიაკზე 800-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ კორეელის საშუალო წლიურ შემოსავალს - კიმ ჩენ ირი 700 000 ევროს ხარჯავდა წელიწადში კონიაკზე. ეს დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარია. საშუალო წლიური შემოსავალი ჩრდილოეთ კორეაში 1000 დოლარიდან 2000 დოლარამეა.
  • კორეული ომის შემდეგ დაბადებული ჩრდილოეთ კორეელები სამხრეთ კორეელებზე 5 სანტიმეტრით დაბლები არიან - სიმაღლეში სხვაობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 6 მილიონი ჩრდილოეთ კორეელი საკვების ნაკლებობას განიცდის.
  • ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის ყველა მოქალაქეს შეუძლია წერა-კითხვა.
  • სახელმწიფო 28 ვარცხნილობის ტარების უფლებას იძლევა- ქალებს 14 ვარცხნილობის არჩევის ნებართვა აქვთ, გათხოვილმა ქალებმა მოკლე თმა უნდა ატარონ, გასათხოვრებმა კი გრძელი. მამაკაცებს ეკრძალებათ ხუთ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება. ხნიერ მამაკაცებს 7 სანტიმეტრამდე შეუძლიათ თმის გაზრდა.
  • ჩრდილოეთ კორეამ 2010  წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას გოლი გაუტანა მაგრამ 2-1-ით დამარცხდა.
  • ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შტატ პენსილვანიის ზომისაა.
  • ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანების რიცხვი 2.5-ჯერ აღემატება ნორვეგიის მოსახლეობას - 6.515 მილიონი მამაკაცია სამხედრო სამსახურისთვის მზად და 6.418 ქალი. ჯამში 12.933 მილიონი. ნორვეგიის მოსახლეობა კი 5.1 მილიონია.
  • ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა - 2014 წელს ჩრდილოეთ კორეა სომალთან ერთად ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.