პუტინი მაღალჩინოსნების „პიარისთვის“ დახარჯულ თანხებს გადაამოწმებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ გადაამოწმებს მაღალჩინოსნების „პიარისთვის“ დახარჯულ თანხებს. მისივე განცხადებით, ის სახელმწიფო თანხა, რაც მთავრობის და ჩინოვნიკების მუშაობის „პიარისთვის“ დაიხარჯება უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი.

„მაღალჩინოსნები საკუთარი თავის „პიარით“ კი არ უნდა იყვნენ დაკავებულები, არამედ საზოგადოებას იმის შესახებ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რასაც მთავრობა აკეთებს. თანხა პროდუქტზე დაიხარჯება თუ მომსახურებაზე, ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ. ყველაზე გამჭვირვალე გზა ამისათვის არის აუქციონი“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.