ირანში ნავთობისა და გაზის საბადოებზე პირველი ტენდერი ჩატარდება

ირანში ნავთობისა და გაზის საბადოებზე პირველი ტენდერი 2016 წელს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილე ავრცელებს. მისი განცხადებით, ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. ამასთან, ირანი გეგმავს ნავთობის წარმოება დღეში 500 000 ბარელით გაზარდოს. 2020 წლისათვის კი დღიური წარმოების მაჩვენებლის 4-7 მილიონ ბარელამდე გაზრდა იგეგმება.

დღეისათვის ირანი დღეში 2,8 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობს აწარმოებს. დასავლეთის მიერ თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე კი აღნიშნული მაჩვენებელი 4 მილიონ ბარელს შეადგენდა, საიდანაც 2.5 მილიონი ბარელის ოდენობის ე.წ შავი ოქრო ექსპორტზე გაჰქონდათ.