ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ნინო ბერძული დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით სერგეენკოს კიდევ ერთ მოადგილედ ნინო ბერძული დაინიშნა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ნინო ბერძულის დანიშვნის ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ბრძანება 19 ნოემბრით თარიღდება.

ამ დროისთვის დავით სერგეენკოს, ნინო ბერძულის ჩათვლით, 3 მოადგილე ჰყავს. ნინო ბერძული პროფესიით ექიმია. მას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული. აქვს უცხოეთში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც.