პუტინმა რუსეთ-თურქეთს შორის ჩარტერული რეისების განხორციელება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული რეისების განხორციელება აკრძალა.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ტუროპერატორებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა „თავი უნდა შეიკავონ რუსეთის მოქალაქეების თურქეთის ტერიტორიაზე ჩაყვანისგან“.

რუეთის პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს ასევე დაავალა კონტროლი გაამკაცრონ რუსეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თურქულ ავიაგადამზიდავებზე ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

ვლადიმერ პუტინმა რუს დამსაქმებლებს თურქეთის მოქალაქეების დასაქმება აუკრძალა.

რუსეთ-თურქეთის კრიზისის ფონზე პუტინმა თურქეთიდან რუსეთში გარკვეული კატეგორიის შეტანაზე შეზღუდვები დააწესა.