ნოემბრის დასაწყისიდან ნავთობის ფასი 10 %-ით შემცირდა

ნოემბრის თვე ნავთობის ფიუჩერსებზე ფასის რეკორდული დაცემით დასრულდა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე ბრენტის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი დილის საათებში $0,11 (0,25%)-ით შემცირდა და ბარელზე 44,86 დოლარი შეადგინა. ბირჟის დახურვის დროს კი, ფასი 1,32%-ით, ანუ 0,60 დოლარით შემცირდა. WTI ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,08 დოლარით ანუ 0,19%-ით გაიზადა და ბარელზე 41,79 დოლარი შეადგინა. გასული სესიის შედეგებით, კონტრაქტის ღირებულება 1,33 დოლარით (3,09%) შემცირდა და ბარელზე 41,71 დოლარი შეადგინა. ნოემბრის დასაწყისიდან ორივე მარკის ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა. ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანზანეს განცხადებით, მას არა აქვს მოლოდინი, რომ 4 დეკემბერს ოპეკ-ის სამიტზე ნავთობის მოპოვებაზე კვოტები შეიცვლება.

ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ საუდის არაბეთი ირანული ნავთობის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივების გამო, საკუთარ სტრატეგიას არ შეცვლის. სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ოპეკ-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვებაზე დაწესებულ კვოტას 2014 წლის მაისიდან აჭარბებენ. კვოტირება დღეში 30 მილიონი ბარელის მოპოვებას ითვალისწინებს.