ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას გეგმავს

ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანული კომპანია NIGEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ირანული გაზი საქართველოს სომხეთის გავლით მიეწოდება.

"ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების თანახმად, გაზი სომხეთის საზღვრამდე უნდა მივაწოდოთ. ჩვენს მიერ მიწოდებულ გაზს საქართველო სომხეთის საზღვარზე მიიღებს", - განაცხადა ალირეზა კამელიმ.

მისივე თქმით, გაზის ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად სახარბიელო უნდა იყოს. გეგმის თანახმად, საქართველოს დღეში 300-500 მილიონი კუბური ფუტი ირანული გაზი მიეწოდება.

კამილის განცხადებით, საქართველოსთვის განკუთვნილი ირანული გაზი შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და ევროპაში ექსპორტზე მისი გატანა არ იგეგმება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე