„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორის მოხვდა

2015 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

კვების პოლიტიკის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ინდექსის მონაცემებით,  საქართველოში შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი 8,5 ქულას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წინა ინდექსთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 1,7 პუნქტით გაუმჯობესდა. 2005 წლის ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი 10,2 პუნქტით განისაზღვრა.

ინდექსში ასახული მონაცემები ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომელთაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს, რომელთაც წონაც არ შეესაბამება ნორმას და 5-წლამდე ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ინდექსში საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი აქვს სომხეთს - 11,2 ქულა, აზერბაიჯანს - 10. უკეთესი მაჩვენებელი აქვს რუსეთსა და უკრაინას, შესაბამისად 6,6 და 5 ქულა.

ექსტრემალურად საგანგაშო მაჩვენებელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა - 46,9, ხოლო ყველაზე დაბალი არგენტინაში - 5.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე