ირანული გაზი რუსული შირმით?
ირანული გაზი რუსული შირმით?
11 იანვარი / 2016
"განმარტება, თითქოს "გაზპრომსა” და ირანთან მოლაპარაკებები ენერგორესურსების დივერსიფიცირების მიზნით ხდება, ბლეფია, რომელიც მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება”
ირანი რომ თურმე საქართველოსთვის სომხეთის საზღვართან ბუნებრივი აირის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, რამდენიმე დღის წინ ირანული მედიიდან გახდა ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ჯერ განაცხადეს, რომ ირანთან კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს, შემდეგ კი მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან” ექნება - გაზსადენი, რომლითაც ირანიდან საქართველოს, სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.
იმ ფონზე, როცა "გაზპრომთან” ნახევრად ფარული შეხვედრები და მოლაპარაკებები ეწყობა, ექსპერტების მხრიდან კიდევ უფრო მწვავედ დაისვა საკითხი - რად გვინდა რუსული ან ირანული გაზი რუსული მილით, როცა აზერბაიჯანი მზად არის დააკმაყოფილოს როგორც არსებული, ისე მზარდი მოთხოვნაც? ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები პოლიტიკურ რისკებზე მიანიშნებენ.

სტივენ ბლანკი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი: "ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.”

"აზერბაიჯანმა შესაძლოა, გაზის ფასი გაზარდოს"

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: "თურმე იქმნება ღერძი: მოსკოვი-თეირანი-ერევანი-თბილისი. არადა, ჩვენ ვართ მყარ კალაპოტში, სახელად ბაქო-თბილისი-ანკარა, სადაც თავს იყრის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის მნიშვნელოვანი უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები. ამიტომ, საქართველოში ირანიდან გაზის შემოტანის უცნაური ინიციატივა, რა თქმა უნდა, რუსული სქემაა.
საქართველოს ხელისუფლების განმარტება, თითქოს "გაზპრომსა” და ირანთან მოლაპარაკებები ენერგორესურსების დივერსიფიცირების მიზნით ხდება, ბლეფია, რომელიც მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება. ვერავითარი დივერსიფიკაცია ირანული გაზის საქართველოში შემოტანით ვერ მოხდება, რადგან ტექნიკური შესაძლებლობა - მილი არ არსებობს. ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, ამორტიზებული მილსადენი მოდის, რომელიც უამრავ ადგილას არის დახვრეტილი. სქემა მარტივი იქნება - ირანი მიაწვდის გაზს რუსულ კომპანიებს სომხეთში (მთელი სომხური ენერგოსისტემა "გაზპრომის” საკუთრებაა: გაზსადენები, თბოელექტროსადგური თუ ატომური ელექტროსადგური. აგრეთვე რკინიგზაც), ხოლო "გაზპრომი” საქართველოში მოგვაწვდის. ანუ ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენით, რომელიც ერთმანეთთან რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს და საიდანაც ტრანზიტის სანაცვლოდ გვრჩება გაზი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
დამატებით მოცულობას მივიღებთ და მას ირანული გაზი დაერქმევა.

თუ რუსული გაზი გვინდა, რაღა საჭიროა ამის ირანულ სქემაში მოქცევა, პირდაპირ ვიყიდოთ "გაზპრომისგან”? მაგრამ ეს იმიტომ არ უნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ თვალსაჩინო პოლიტიკური წინააღმდეგობა გამოხატა და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეხვდებიან ამას სიამოვნებით. ახლა ფასიც ვნახოთ. ამბობენ, თუ გაცვლა მოხდება, ფასი 220 დოლარი იქნება 1000 კუბმ-ზე. შეიძლება ვიკითხოთ - რად გვინდა ირანული 220-დოლარიანი გაზი, ვიყიდოთ იმავე ფასად "გაზპრომისგან”? მას საქართველოში შემოსვლის კომერციული ინტერესი არა აქვს. ჯერ ფეხს დადგამს და მერე პოლიტიკურ ინტერესებს­ ჩადებს. ანუ რეალურად საქართველოში შემოდის "გაზპრომი” - ირანული კომბინაციით ან პირდაპირ. ეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც უნებისყოფოს, რომელსაც არა აქვს პოლიტიკა, დაგეგმვის უნარი, აღიზიანებს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთშიც და აზერბაიჯანშიც. არ მიმდინარეობს აზერბაიჯანთან მუშაობა და მზარდი გაზის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს ართულებს­ ურთიერთობას აზერბაიჯანთან იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან სოციალური გაზი იაფია - 140 დოლარი ღირს, თუმცა კომერციულ გაზს აზერბაიჯანისგან 280 დოლარად ვიღებთ. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 280-დოლარიან "სოკარის” გაზს 220-დოლარიანი ირანული ან რუსული სჯობს. თუმცა "სოკარიც” იკითხავს, რაღატომ უნდა მიაწოდოს ჩვენს მოსახლეობას სოციალური გაზი 140 დოლარად. ეს სქემა თავის დროზე აზერბაიჯანს საქართველომ შესთავაზა - მოსახლეობისთვის გაზი იაფად მიეწოდებინა, ხოლო დანაკარგი კომერციულ სექტორში აენაზღაურებინა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან მიღებული სოციალური და კომერციული გაზის გასაშუალოებული ღირებულებაც ნაკლებია ირანული თუ რუსული გაზის ფასზე. თუ ჩვენ შედარებით იაფ რუსულ-ირანულ კომერციულ გაზს შემოვიტანთ, აზერბაიჯანმა შესაძლოა სოციალური გაზის ფასი გაზარდოს და სანაცვლოდ კომერციული გაზი გააიაფოს - კონკურენტულობის შესანარჩუნებლად.

რა პოლიტიკურ ფასზეა ლაპარაკი?!

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "ირანის გაზი 10-12%-ით უფრო თბოუნარიანია, ვიდრე რუსული ან აზერბაიჯანული, თუმცა ნაკლებად შესაძლებელია, ტექნიკურად შევძლოთ ირანული გაზის მიღება. ტექნიკურად ყველაზე ადვილია, ირანმა სომხეთს მისცეს გაზი და რუსეთმა იმდენივე გაზი მოგვაწოდოს. "გაზპრომი” რომ პოლიტიკური იარაღია თავისი გაზით, მეეჭვება, ჩვენ­მა ხელისუფლებამ არ იცოდეს. შესაბამისად, რა პოლიტიკურ ფასზეა ლაპარაკი, ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ ხელშეკრულების პირობების გაცნობის შემდეგ შევძლებ თქმას, ეს ჩვენთვის მომგებიანი არის თუ არა, რა პოლიტიკურ ფასს ვიხდით და რა ყულფში ვყოფთ თავს”.

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (2)
12.01.2016
გივი
დაბრუნდება მალე 90 წლები
11.01.2016
inga
კალაძე ციხეში დაამთავრებს, როგორც ქვეყნის მოღალატე, სხვებიც შეიძლება შეუერთდნენ
მსგავსი სიახლეები
ენერგეტიკულმა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა აზერბაიჯანისა და მისი უახლოესი პარტნიორების ურთიერთობა და საქართველოსა და თურქეთთან რეგიონული თანამშრომლობა გაააქტიურა.
ირანი საქართველოს გავლით ევროპაში ახალი სატრანზიტო მარშრუტის გახსნას გეგმავს.
ნავთობმოპოვების აპრილის თვის მაჩვენებლებით ირანმა სანქციებამდე პერიოდის მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg „საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოზე“ დაყრდნობით იტყობინება.
მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში ახალი, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines შემოდის.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის #43/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა.
2016 წლის პირველ კვარტალში „გაზპრომის“ საბჭოს 17 წევრიდან თითოეულმა 1.14 მილიარდი რუბლის ოდენობის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ ნავთობკომპანიის კვარტალურ ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა.
Goldman Sachs-ის ახალი პროგნოზის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.05.2016
ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, ლეგატუმის ინსტიტუტის 2015 წლის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის 80-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
სრულად
28.05.2016
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
სრულად
27.05.2016
საქართველოში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი "საწყობის ჩეკი" შემოვა.
სრულად
27.05.2016
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს.
სრულად
27.05.2016
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.05.2016
29.05.2016
USD
1
USD
2.1461
2.1461
EUR
1
EUR
2.3985
2.3985
GBP
1
GBP
3.1438
3.1438
RUB
100
RUB
3.2531
3.2531