საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც
საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც
13 იანვარი / 2016
საქართველო "გაზპრომისგან" 300-400 მლნ კბ/მ ბუნებრივ აირს წამოიღებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო სომხეთში ტრანზიტისთვის ქვეყანა გაზის ნაცვლად, თანხას მიიღებს. დარჩა კიდევ ერთი დეტალი, რაზედაც ენერგეტიკის სამინისტრო არ საუბრობს - "გაზპრომის" მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხაა. იქნება იგი 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულების (10%) ადეკვატური, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს? სავარაუდოდ, არ იქნება. საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს. "გაზპრომი" კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვს.

ენერგეტიკის სამინისტრო საზოგადოებას რუსულ გაზზე მოლაპარაკების დეტალებს ულუფებად აწვდის, თანაც მას შემდეგ, როდესაც "გაზპრომის" წარმომადგენლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. გარდა ამისა, საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობის მწარე გამოცდილებაც აქვს. ამიტომაც, აბსოლუტურად ლოგიკურია ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩნდება. ენერგეტიკის მინისტრი კი საზოგადოებას ირონიულად პასუხობს - "ბოდიში იმისთვის, რომ "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია".

ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელსაც ხელი აზერბაიჯანულმა პრესამაც შეუწყო, კალაძემ, როგორც თავად უწოდა "ვაიექსპერტებთან" (ეს ტერმინი ახლახან დამკვიდრდა პოლიტიკურ ელიტაში) შეხვედრა გადაწყვიტა. მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრმა სტუმრებს მისი მოადგილეები და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილიც დაახვედრა. სამინისტროში თათბირით ექსპერტები კმაყოფილები და დამშვიდებულები დარჩნენ. მაგალითად, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნდა, რომ რუსულ გაზთან დაკავშირებული ინფორმაციები არც ისე საგანგაშოა და გაკვირვებულია, თუ რატომ იწვევს აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვები ასეთ აგრესიას.

"ახლა რაც მოვისმინეთ, იმაში თითქოს საგანგაშო არაფერია. საუბარია დეფიციტის შევსებაზე, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ რამდენიმე თვეა ეს ამბავი მიმდინარეობს, გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და როცა კითხვები ჩნდება, პასუხად მოდის აგრესია. თვითონაც თუ არაფერს აშავებდნენ, ეთქვათ ეს ყველაფერი მშვიდად და ჩვენც ვიქნებოდით წყნარად", - განაცხადა შარაშენიძემ.

მინისტრმა ექსპერტებს აუხსნა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება 2,5 მლრდ კბ-მ-ია და ის 2012 წელთან შედარებით, 35-38%-ით არის გაზრდილი. ზამთარში ყოველდღიურად ქვეყანაში 11 მლნ-ზე მეტი კბ/მ გაზი შემოდის - 6 მლნ კბ/მ "სოკარის" გაზი, "ყაზახის" მილსადენიდან. 2,9 მლნ კბ/მ "შაჰ-დენიზიდან", 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი კი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურად იღებს.

"სხვათა შორის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მინდა ვთქვა ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - გაახსენა კალაძემ ექსპერტებს და განმარტა, რომ საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა "სოკარის" განცხადებები, რომ აზერბაიჯანს საქართველოს გაზის მოთხოვნილების სრულად და უპრობლემოდ დაკმაყოფილება შეუძლია, საპირისპირო არგუმენტებით გააბათილა. მან აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში "სოკარის" მხრიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა იქმნება. ბოლო წლებში კი საქართველოში გაზის მოხმარება განუხრელად იზრდება.

"გარკვეული პრობლემაა "სოკარის" მილსადენიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგჯერ იძულებულნი ვართ, რომ ბალანსი აღვადგინოთ რუსული აირის ხარჯზე", - განაცხადა თვალაბეიშვილმა და დასძინა, რომ "შაჰ-დენიზის" წილი საერთო მოხმარებაში, დაახლოებით 30%-ია, 50% არის "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზი, ხოლო 20% რუსული ბუნებრივი აირია.

ირანული გაზი ან დენის იმპორტი

ამ განცხადების შემდეგ "სოკარის" მორიგი ინიციატივა გახდა ცნობილი - აზერბაიჯანული კომპანია არ გამორიცხავს, რომ თუკი საჭირო იქნება, საქართველოში ირანული გაზიც შემოიტანოს. "ჯორჯია თუდეის" ცნობით, "სოკარის" ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაბიჯს თეირანისთვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

"სოკარი" მყარად არის წარმოდგენილი საქართველოში. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2030 წლამდე მოქმედებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები ვართ. აქვე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველო ირანისთვის", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანთან ირანს 1474 მმ-იანი გაზსადენი აკავშირებს, საბჭოურ პერიოდში ამ მილსადენებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაზმომარაგება ხდებოდა, 2006 წლიდან კი მილსადენი გამოიყენება ირან-აზერბაიჯანს შორის სვოპ-კონტრაქტის პირობების შესასრულებლად - აზერბაიჯანი 500 მლნ კბ/მ გაზის ექსპორტს ახორციელებს ირანში. შესაბამისად, ტექნიკურად, ირანიდან გაზის წამოღება არც ისე ადვილია.

ამასთანავე, ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან დამატებითი მოცულობის მიღება, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის.

"ამჟამად არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია უფრო მეტი აირის გატარება. ამიტომ დამატებითი მოცულობის დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კახა კალაძემ და უფრო საშიში პერსპექტივაც დახატა - თბოსადგურების გაჩერებით ბუნებრივი აირის დაზოგვა - სანაცვლოდ კი ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა და ტარიფის 4-თეთრიანი მატება. "არის მეორე გამოსავალი, უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ დამატებითი ელექტროენერგია, თუმცა ეს ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს", - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა გაზსაცავის მშენებლობაზე, შესაბამისად, დამატებითი ბუნებრივი აირის ამ გაზსაცავში დარეზერვება უნდა მოხდეს. კერძოდ, ზაფხულში გაზის მოხმარება 6 მლნ კბ/მ-ით მცირდება და ეს მოცულობა გაზსაცავში შეინახება.

ნაღდი ფული ნატურის ნაცვლად

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ფულს აიღებს და არა გაზს, როგორც აქამდე ხდებოდა. "ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომი" ორი წელია ასეთ პირობებზე შეთანხმებას კატეგორიულად ითხოვს.

სპეციალისტების განცხადებით, "გაზპრომს" ყოველთვის სურდა, რომ სომხეთში გატარებული გაზისთვის ანგარიშსწორება თანხით მოეხდინა, თუმცა აქამდე საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენდა. როგორც ცნობილია, კავკასიაში სომხეთი რუსეთის მთავარი პოლიტიკური საყრდენია, შესაბამისად, "გაზპრომი" ტრანზიტის საფასურად საქართველოს მიერ წაღებულ 10%-ზე თანახმა იყო.

მართალია, ირან-სომხეთს შორის არსებობს გაზსადენი, მაგრამ რუსეთი პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუშვებს, რომ მისი პარტნიორი ქვეყანა მთლიანად ირანულ გაზს დაუქვემდებაროს. ამიტომაც სომხეთთან ენერგეტიკული ურთიერთობისთვის საქართველოს დერეფანი ყოველთვის დასჭირდება.

ბუნებრივია, საქართველოსთვის უმჯობესია, სომხეთში ტრანზიტისთვის ბუნებრივი აირი მიიღოს, თანაც გატარებული მოცულობის 10% და არა ფული. თუმცა, თუკი ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება და ალტერნატიული გზა "გაზპრომისკენ" მიდის, კალაძე იძულებული იქნება, რომ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმოს, სადაც ტრანზიტისთვის ანაზღაურების ახალი პირობებიც ჩაიწერება. ახალი პირობებით კი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, "გაზპრომის" მიერ გადახდილი თანხა, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულებაა.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
14.01.2016
2
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს. გაზის საკითხებში ისევე როგორც ჯიბის ფულის საკითხებში ექსპერტია ბატონი ტყემალოვი! ამიტომ დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას და მერე ყველამ ერთხმად ავირჩიოთ ივანე ბიძინაშვილი მორიგი ვადით და დიდი ხნით!
14.01.2016
1-ს
და უცებ რომ რუსეთს არ მოეწონოს რაღაც (ვთქვათ, საქართველომ არ გაატარებინა სახმელეთო ჯარები სირიაში შესავარდნად) თავის ტერიტორიტორიაზე, ან უფრო ნაკლები, მოგვთხოვა, ყარსის რკინიგზის არგაშვება,ან სულაც თურქეთთან ურთიერთობების შეჩერება და შუა ზამთარში გაგვითიშა ეგ გაზი რუსეთმა, მერე 1-ო, რას აპირებ? გადაიტანს შენი ოჯახი ამ ყინვასა და უშუქობას???
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია მზადყოფნას გამოთქვამს გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.
საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებლად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები
ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ფიუჩერსი 1,4%-ით გაიზარდა და ბარელისთვის $47,82 აშშ დოლარი შეადგინა.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია მიმდინარეობს.
...1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV. ამ სახელოვანი მეფის დროს ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა;
,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ  ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში"  აცხადებენ.
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც რუსულ „გაზპრომსა“ და შპს „გასკო+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
ვარშავის სამიტზე, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენების პროექტების რეალიზება გახდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.06.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ”ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია
სრულად
29.06.2016
საგადასახადო ამნისტია და გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ასეთია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი მიმართულებები.
სრულად
29.06.2016
ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაუწყდეს ის საკითხი, რაც მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ეხება
სრულად
29.06.2016
მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება
სრულად
29.06.2016
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/html/www.bpn.ge/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 228
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.06.2016
30.06.2016
USD
1
USD
2.3709
2.3423
EUR
1
EUR
2.6289
2.5976
GBP
1
GBP
3.1597
3.1394
RUB
100
RUB
3.6653
3.6552