აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
14 იანვარი / 2016
ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის ფონზე მიმდინარე ევრონული ვალუტის გაუფასურებისა და კატასტროფული ინფლაციის გამო აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქი და რაიონული ცენტრი მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, განსაკუთრებით მძლავრი გამოსვლები იყო ლენქორანში, ფიზულიში, სიაზანსა და აღჯაბედიში.

ამას წინ უძღოდა 21 დეკემბერს ადგილობრივი ვალუტის, მანათის, მკვეთრი დაცემა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე. წ. მცურავ კურსზე გადავიდა. ეს 2015 წლის მანძილზე მანათის რადიკალური დევალვაციის მეორე შემთხვევა იყო. მანამდე, თებერვალში, ეროვნულმა ბანკმა მანათის კურსი დოლარის მიმართ 3,3%-ით დასწია. სულ 2015 წელს მანათის კურსი დოლართან მიმართებაში განახევრდა.

სიაზანში, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური ტატები და ლეკები შეადგენენ, მომიტინგეებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის შეტაკებაც მოხდა. დაჭრილთა შორის, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ბავშვიცაა.

აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო მიმდინარე მოვლენებზე ფრიად მწირი ინფორმაცია ვრცელდება. არ არის ცნობილი დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. ცნობილია, რომ ლენქორანში, სადაც ასევე თალიშები, კიდევ ერთი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, დააკავეს რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის ოპოზიციური მუსავატური პარტიისა და ეროვნული ფრონტის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

მასობრივი პროტესტის უშუალო მიზეზი გახდა აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის - მანათის  მკვეთრი გაუფასურება, რამაც სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მატება გამოიწვია. დაიხურა ბევრი საწარმო, ზოგიერთ დაწესებულებაში დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასები არ მისცეს.

აქციაზე, რომელიც ქალაქ სიაზანში აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან გუშინ გაიმართა, 1000-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. მომიტინგეები წინა დღით აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით აქტივისტებმა ქალაქის რაიონულ გამგეობასთან გადაინაცვლეს, თუმცა ადგილზე მალევე გაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

"სროლის ხმა გავიგეთ, რომელიც სკოლასთან ახლოს გაისმა, შეშინებული ბავშვები სახლში დაბრუნდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ სიაზანსა და ლიმანში ფასების მატების და უმუშევრობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. ისინი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ.

"საღამოს საათებში კი ქალაქში აქტივისტების დაკავება დაიწყო. აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან აქცია პოლიციამ დაარბია. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დააკავეს 30-40 ადამიანი", - ამბობს ადგილობრივი აქტივისტი "კავკაზკი უზელის" კორესპონდენტთან საუბრისას.

აქციაზე 13 წლის ბავშვი ცრემლსადენი გაზით მოიწამლა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის პარალელურად მომიტინგეებმა ქალაქ ახსუში ცენტრალური
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგისტრალი გადაკეტეს. გამოსვლები იყო ფიზულის რაიონის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის დე ფაქტო იურისდიქციაშია (შეგახსენებთ, რომ ამ რაიონის დიდი ნაწილი, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრი, 1993 წლიდან მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ნაწილების მიერ არის დაკავებული).

ბლოგერებისა და მედიააქტივისტების ცნობით, საპროტესტო აქციების გაგრძელება აზერბაიჯანის სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნების გარკვეული ნაწილი მაინც არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური პრობლემები ნავთობზე ფასის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. არადა, ქვეყანა შემოსავლის სამ მეოთხედს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იღებს. ამას დაემატა ფინანსური კრიზისი რუსეთში, სადაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მუშაობს, რამაც ჩრდილოეთიდან ფულადი გადარიცხვები მინიმუმამდე დაიყვანა.

სალომე სარიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
15.01.2016
anastasia
რა შუაშია ხადური? იქნებ ქადაგიძის ბრალია? რომელიც უპრაკუნოდ მართავს ფულად საკრედიტო სისტემას. რა შუაშია იმედის დაკარგვა, 2008-ში 20% დავკარგეთ, ომი წავაგეთ, მაგრამ ცოცხლები ვართ.
14.01.2016
ანასტასია
ეჰ, ჩვენთან ყველას დაბრალდა ლარია გაუფასურება ხადურის გარდა, მას არავინ ეხება, ის ხელუხლებელია და ალბათ სულ ასე იქნება (?!) მე მეშინია და არ/ვერ გამოვიდოდდი, თუმცა არც არავინ გამოსულა საპროტესტო აქციით! იმედი სრულიად დაკარგული მაქვს! არაფერ აღარ გვეშველება
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2856 ლარი გახდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსთან მიმართებაში გადაგმულ ნაბიჯებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2857 ლარი გახდა.
ასტანაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ყაზახეთის უმსხვილეს ოპერატორ და სატვირთო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2976 ლარი გახდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ოქროზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. 
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2788 ლარი გახდა.
ბაქოში მოქმედმა უმსხვილესმა ბანკებმა გასული კვირის ბოლოს დოლარის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს, ზოგიერთმა კი შეაჩერა.
"ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2814 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.08.2016
რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, უფრო მეტი მედალი აქვს ღარიბ ქვეყნებთან შედარებით.
სრულად
26.08.2016
2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში 1.5 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
სრულად
26.08.2016
2016 წლის ბოლომდე უკრაინის შაქრის მწარმოებელი კომპანიები 250 ათასი ტონა თეთრი შაქრის ექსპორტს გეგმავენ.
სრულად
25.08.2016
ეგვიპტეში ტურისტული ნაკადის შემცირების გამო 220 სასტუმრო დაიხურა.
სრულად
25.08.2016
მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.08.2016
27.08.2016
USD
1
USD
2.2857
2.2856
EUR
1
EUR
2.5817
2.5802
GBP
1
GBP
3.0228
3.0147
RUB
100
RUB
3.5239
3.5265