"მალე ნავთობი უფრო იაფი იქნება, ვიდრე ერთი ბოთლი წყალი"

მალე ნავთობი უფრო იაფი იქნება, ვიდრე ერთი ბოთლი წყალი, თუ ე.წ შავი ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. ამის შესახებ ექსპერტები აცხადებენ. დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 30%-ით იკლო. შედეგად "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარს ჩამოცდა. ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ მალე, შესაძლოა, ბარელი „შავი ოქროს“ ყიდვა 10 დოლარად გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენ შესაძლოა, უჩვეულო დრო დაგვიდგეს, როდესაც ერთი ლიტრი საწვავი უფრო იაფი იქნება, ვიდრე ერთი ლიტრი ბოთლის წყალი“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა სიმონ უილიამსმა.

მსოფლიო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმალობაში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ერთი წლის წინ 100 დოლარზე მეტი ღირდა. ფასების ვარდნა მოთხოვნის შემცირებამ და ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია.